Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სტიპენდიანტთა სავარაუდო სია!

    თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის იმ  სტუდენტთა  საერთო რეიტინგი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროგრამაში  –  ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“.

    სია გამოქვეყნებულია სტუდენტის საიდენტიფიკაციო ნომრით (Student ID), რომლის ხილვა შესაძლებელია ბაზაში - UNI.TSU.GE, სტუდენტის პერსონალურ ინფორმაციაში.
    სია არ არის საბოლოო და სტუდენტების მომართვის საფუძველზე (ხელახალი განხილვის შემთხვევაში) შესაძლოა შეიცვალოს!

     
    თსუ რექტორის 2024 წლის 2 მაისის   N114/01-01 ბრძანების საფუძველზე სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრა 206 სტუდენტით.  


    სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობენ მხოლოდ ის სტუდენტები, რომელთა წინა სემესტრის შეფასებების საშუალო არითმეტიკული შეადგენს 91 ქულას ან მეტს. სულ-  749 სტუდენტი.    

     2. იმ შემთხვევაში, თუ დასაფინანსებელთა სიაში ბოლო პოზიციაზე გამოიკვეთა ერთნაირი მონაცემების მქონე ორი ან მეტი კანდიდატი, შერჩევის პროცესში უპირატესობა 
           მიენიჭება შემდეგ თანმიმდევრობას:
             ა) წინა სემესტრის შეფასების მაღალ საშუალო არითმეტიკულ ქულას; 
             ბ) სოციალურად მოწყვლად ჯგუფს;
             გ) სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობას;
             დ) სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობას.
    თუკი, კანდიდატების ყველა მონაცემი ემთხვევა ერთმანთს, კანდიდატის შესარჩევად  სასტიპენდიო კომისია იღებს გადაწყვეტილებას.

    3. პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, 22 მაისს   12 საათამდე განაცხადი უნდა გამოიგზავნოს UNI.TSU.GE ბაზის გრაფიდან „სტიპენდიები და სახელმწიფო დაფინანსება“. 


        იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ არ იქნა პრეტენზია მიღებული, საკითხს განიხილავს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ზარანდია. განაცხადი უნდა გამოიგზავნოს UNI.TSU.GE ბაზის გრაფიდან  ,,მისწერე დეკანს“.

    გისურვებთ წარმატებებს!